Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში შვეიცარული ყველის წარმოება იგეგმება

56cea989d498e
BM.GE
25.02.16 11:10
1475
წალკის რაიონში რძის გადამამუშავებელი კიდევ ერთი საწარმო გაიხსნება. საწარმოს მფლობელი რუსლან ხუციშვილის განცხადებით, საწარმოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და უახლოეს პერიოდში მისი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვა იგეგმება. მეწარმის თქმით, საწარმოში გამოშვებული ყველის რეალიზება გერმანიასა და ავსტრიაში იგეგმება. რუსლან ხუციშვილი ყველის რეალიზებას უკვე ახდენს საბერძნეთში, თუმცა მისი თქმით, ქართული ყველის ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად შესაბამისი სტანდარტების დაცვაა საჭირო. როგორც მეწარმემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, რძის საწარმოს გახსნის შემდეგ პროდუქცია ევროსტანდარტს დააკმაყოფილებს.
 
მისი თქმით, ალპური კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ადგილზე შვეიცარული ყველის წარმოების შესაძლებლობაა. მეწარმე იმედოვნებს, რომ საქართველოში წარმოებული შვეიცარულ ყველს საზღვარგარეთ დიდი მოწონება ექნება.

რუსლან ხუციშვილს ამ ეტაპზე პროდუქცია მხოლოდ საბერძნეთში გააქვს. კერძოდ ყველისა და თაფლის რეალზება ათენსა და სალონიკში ხდება.

"პროდუქცია საბერძნეთის სუპერმარკეტებში უკვე რამდენიმე წელია იყიდება. ქართულ თაფლზე საბერძნეთში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროდ ჩვენი ყველი ევროსტანდარტით არაა დამზადებული, რადგან ჯერ-ჯერობით შესაბამისი დანადგარები არ გვაქვს", - აცხადებს რუსლან ხუციშვილი.

ფერმერის მეურნეობაში ამ ეტაპზე 50 მუდმივად და 300-მდე სეზონურად დასაქმებული პირია.