Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემა ინერგება

no photo
BM.GE
14.02.16 19:28
2183
Pro-Service-მა წელიწადი და სამთვიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ახალი პროდუქტი შექმნა - სასტუმროების მართვის და ონლაინ დაჯავშნის სისტემა, რომლის პრეზენტაციაც ორშაბათს 11 საათზე “თი-ბი-სი’’ ბანკის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

ყველა სასტუმროს, რომელიც ონლაინ გაყიდვებითაა დაინტერესებული შეუძლია პრეზენტაციას დაესწროს. სისტემის დანერგვის შემდეგ, ადამიანებს სასტუმროებთან ყოველგვარი დამატებითი კომუნიკაციისა და პასუხზე ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ სასურველი სასტუმროს დაჯავშნა და ამობეჭდვა.

აქამდე საქართველოში ასეთი ქართული პროდუქტი არ არსებობდა. სასტუმროების დაჯავშნა ელექტრონული ფოსტით შეიძლებოდა, ან რომელიმე საერთაშორისო პლატფორმას უნდა მიბმულიყო. პროექტის დეტალებზე “საქმიან დილასთან’’ Pro-Service-ის დირექტორი, რეზო ნატროშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროდუქტის დანერგვა მსოფლიოში სასტუმროებნის ონლაინ დაჯავშნის მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია. გამოიკითხა სასტუმროები, რის შემდეგაც ისისნი სისტემის შექმნის პროცესში ჩაერთვნენ.

“აქამდე სასტუმროების დასაჯავშნად უცხოელ ოპერატორებს იყენებდნენ. თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო ისეთი ქართული პროდუქტის შექმნა, რომელიც საქართველოში სასტუმეროებს საკუთარი ონლაინ დაჯავშნის სისტემას შესთავაზებდა. გამოვკითხეთ სასტუმროები და მუშაობის პროცესში ჩავრთეთ. ისინის ამ სისტემით გაყიდვების სტატისტიკით დაინტერესდნენ. აქამდე ონლაინ დაჯავშნა ელექტრონული ფოსტით ხორციელდებოდა. პროდუქტის შექმნას წელიწადი და სამი თვე დასჭირდა. ბოლო თვეა მისი ტესტირება მიმდინარეობს, რის შედეგადაც მოვახდინეთ ანონსირება. ტურიზმის სფეროს გასავითარებლად პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ეს პირველი პროექტია, რომელიც ქართულ სასტუმროებს ელექტრონული დაჯავშნისა და მართვის სისტემას შესთავაზებს,’’-ამბობს რეზო ნატროშვილი.

როგორც ნატროშვილმა განაცხადა, საქართველოში დაახლოებით 1300 სასტუმროა და მათთან ინდივიდუალური კომუნიკაცია ცოტა რთულია. სწორედ ამიტომაც Pro-Service-ი პროდუქტის გასაცნობად ამა წლის 15 თემერვალს 11 საათზე გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე სერვისით დაინტერესებულ ყველასასტუმროს იწვევს.