Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში, პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა იგეგმება

56c5969ab632d
BM.GE
18.02.16 13:59
1377
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განათლების სისტემის ცვლილებებზე იმსჯელეს. პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, რეფორმა შრომის ბაზარზე და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
 
"ამ მიზნის მისაღწევად განიხილება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა. დუალური მოდელი გულისხმობს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული მიმართულებების/პროფესიების გამოკვეთასა და განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს. რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად დაწყებულია მოლაპარაკება გერმანულ მხარესთან.

რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება განხორციელდება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს რესურსების მიმართვას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი პრიორიტეტული პროფესიების დასაუფლებლად. მნიშვნელოვანია, რეფორმამ უზრუნველყოს სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლის ზრდა შესაბამისი პროფესიების მიხედვით", - განმარტავენ უწყებაში.