Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ინოვაციებისა და მეწარმეობის პირველი საერთაშორისო ცენტრი გაიხსნა

57177357a0f2d
ანა ჭინჭარაძე
20.04.16 16:14
1148
საქართველოში ინოვაციებისა და მეწარმეობის პირველი საერთაშორისო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი აერთიანებს თანამედროვე პლატფორმასა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესის განვითარებასა და შემდგომში მსოფლიოს მასშტაბით მის ინტეგრაციას.
 
"IHUB Tbilisi ეხმარება ნიჭიერ ქართველებს იდეების რეალიზებასა და ბიზნესის დაწყებაში. ჩვენი მიზანია, ავაშენოთ და განვავითაროთ საქართველოს ინოვაციური მეწარმეობის ეკოსისტემა და ხელი შევწყოთ კონკურენტუნარიანი პროექტების შექმნას მსოფლიო მასშტაბით.“ - აცხადებს ილია ღლონტი, IHub Tbilisi-ს აღმასრულებელი დირექტორი.

IHUB საერთაშორისო ორგანიზაცია Seed Forum Foundation-ის ინიციატივით 2012 წელს შეიქმნა. პროექტი ამუშავდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით კიევში.

ინფასტრუქტურის გარდა, IHUB-ის რეზიდენტები იღებენ პროდუქტის ჩაშვებისთვის საჭირო მხარდაჭერას, მენტორის ინდივიდუალურ მხარდაჭერას, ასევე, საკონსულტაციო და ბიზნეს განათლებას.

"ჩვენი მენტორები არიან წარმატებული ადამიანები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ იმ ქვნეყნებიდანაც, რომლებსაც ამ სფეროში უკვე დიდი გამოცდილება აქვთ. მაგალითად, მარტის ბოლოს IHub-ს ეწვია ოდესაში შექმნილი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, რომელმაც თავისი პროდუქტის აშშ-ში გაყიდვა შეძლო“, - აცხადებს IHub Tbilisi-ის მარკეტინგის მენეჯერი, რამაზ გეთიაშვილი.

IHub-ის რეზიდენტებს შეუზღუდავი შესაძლებლობა აქვთ, ჰქონდეთ კომუნიკაცია ინვესტორებთან. ამას ორგანიზაცია Seed Forum კონფერენციის მხარდაჭერით ახერხებს, რომელიც მსოფლიოს 46 ქვეყანაში ტარდება.

IHUB-ის ცენტრები გახსნილია მოლდოვაში, კერძოდ კიშინოვში, ასევე უკრაინის შემდეგ ქალაქებში: კიევი, ჩერნიგოვი, ლვივი, ვინიცა.

IHUB-ის ერთ-ერთი ცენტრი ახლახან გაიხსნა თბილისში. ოფისი კოსტავას 77ა-ში მდებარეობს. ცენტრი აღჭურვილია ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკითა თუ ავეჯით.

საქართველოში IHub-ი იძლევა არა მხოლოდ ქართულ და საერთაშორისო ინვესტიციებზე წვდომის საშუალებას, არამედ სხვადასხვა სახის მომსახურებას: როგორც იურიდიულს, ისე მარკეტინგულს და სოციალურსა და სხვა.

"უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პარტნიორები იძლევიან იმის საშუალებას, რომ კომპანიის სხვა ქვეყანაში გადატანის შემთხვევაში მათ აღარ მოუწიოთ საზღვარგარეთ იმ ხანგრძლივი პროცედურების თავიდან გავლა, რომლებიც საქართველოში I-Hub-ის მეშვეობით უკვე გაიარეს“. - აცხადებს I-Hub-ის მარკეტინგის მენეჯერი, რამაზ გეთიაშვილი.

"ჩვენ უკვე შევძელით, მიგვეღწია დასახული მიზნების ნაწილისათვის. თუმცა, ცხადია, მუშაობას არ ვწყვეტთ, ვვითარდებით. ვაპირებთ, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ დამწყებ ბიზნესებს, ხელმისაწვლომი იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, მომავალ Seed Forum-ზე, რომელიც გაიმართება 24 მაისს, ქართულ სტარტაპებთან ერთად მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანიები ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ, ინვესტორებიც", - განაცხადა ილია ღლონტმა.

იმისათვის, რომ I-Hub-ის რეზიდენტი გახდეთ, უნდა შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე