11.Jan.2016 17:08
Business

საქართველოში ინოვაციების ქუჩაზე პირველი ტექნოპარკი გაიხსნა (ფოტო)

საქართველოში ინოვაციების ქუჩაზე პირველი ტექნოპარკი გაიხსნა (ფოტო)
საქართველოში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა. ტექნოლოგიური პარკის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ინოვატორებისთვის განკუთვნილი, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე დაათვალიერა, შეხვდა ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, გაეცნო მათ იდეებს და უახლოეს უქმეებზე ტექნოპარკში შეხვედრა შესთავაზა.
 
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის მომავალში ჩადებულ მნიშვნელოვან ინვესტიციად შეაფასა.

„ეს არის 5-მილიონიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყო და დამთავრდა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ეს არის სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: აკადემიას, ანუ სამეცნიერო მიმართულებას, ეკონომიკას, ანუ ქვეყნის სამეწარმეო წრეებსა და მთავრობას, ანუ შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის. ეს არის პირველი მოდელი საქართველოში, სადაც ამ ტიპის თანამშრომლობა ამ სამ მიმართულებას შორის შედგა. მე არ შემიძლია დავმალო ჩემი შთაბეჭდილება, როდესაც ვნახე, თუ რამხელა პოტენციალია ჩვენს ახალგაზრდებში ინოვაციური მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომ ეს ცენტრი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მოხდება დაფუძნება და პირველი ეტაპის გავლა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნიათ," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მთავრობის მთავარი გზავნილი ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებაა და სწორედ ტექნოპარკებია საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ თავიანთი იდეების რეალიზაციის საშუალება.

"ამ სივრცეში წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო წარმომადგენლობების მიერ დამზადებული აუცილებელი დანადგარები და მათი ნუსხა კიდევ უფრო გაფართოვდება. ისინი საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდა გამომგონებლებმა მოახდინონ საკუთარი გამოგონებების პროტოტიპიზაცია, ანუ საცდელი ეგზემპლარების ამ სივრცეში გამოშვება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცენტრი სამეცნიერო მიმართულებასთან თანამშრომლობის კუთხით და არ შემიძლია არ გამოვხატო აღტაცება უკვე შექმნილი იმ პროტოტიპებით, რომლებიც დღეს ვიხილე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ტექნოპარკის მშენებლობა 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარს შეადგენს. სივრცე აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით. მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს.

ოქროყანაში, 10 063 კვ. მ. ტერიტორიაზე გაშენებული ტექნოპარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის,დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის განცხადებაში. 

 



11.Dec.2018 19:46
77

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
37

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
37

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
59

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
84

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
58

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More