Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში განახლებადი ენერგიის ათვისების მიზნით, 114 პროექტი მიმდინარეობს

567676e363030
BM.GE
20.12.15 13:36
1169
ენერგეტიკის სამინისტრომ, სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე პრეზენტაცია წარმოადგინა.
 
სამინისტროს ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციამ ენერგეტიკის სექტორში 521,658 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მიხედვით ენერგეტიკის სექტორი მეორე ადგილს იკავებს. „ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში ადგილობრივი ბანკების როლიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, 130 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ჩაიდო ენერგეტიკის მიმართულებით, საიდანაც 100 მილიონზე მეტით დაფინანსდა 16 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი.

2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 12 ჰიდროელექტროსადგური. მათი ჯამური სიმძლავრე -170,7 მგვტ-ია, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ -283 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს ახორციელებენ ისეთი უცხოური კომპანიები როგორიცაა: Tata Group, Clean Energy, K-Water, Translelectrika, Anadolu, Calik, Hydrolea, რომლებიც ახორციელებენ მასშტაბურ პროექტებს, მათ შორისაა ხუდონი -702 მგვტ, ნენსკრა -280 მგვტ. ონის ჰესების კასკადი - 177 მგვტ. საერთო ჯამში ქვეყანაში მიმდინარეობს 114 პროექტი განახლებადი ენერგიის ათვისების მიზნით, მიმდინარეობს ქარის ელექტროსადგურის პროექტებიც მათ შორის ერთი მშენებლობის და სამი კვლევის ეტაპზეა.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა დაასრულა საქართველოში არსებულ მდინარეების წყალშემკრები 4 აუზის აუთვისებელი ჰიდროპოტენციალის კვლევა: რის შედეგადაც პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავდა საძიებო კვლევებს, გამოვლინდა 88 პროექტი, ჯამური დადგმური სიმძლავრით 1489 მგტვ. ხოლო მეორე ეტაპზე, რომელიც მოიცავდა წინასწარ ეკონომიკურ დასაბუთებას გამოვლინდა 48 პროექტი ჯამური დადგმური სიმძლავრით 460 მგვტ. პროექტები გადაეცემა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ისინი სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულ განახლებადი პოტენციური წყაროების ნუსხაში განთავსდება“, - განმარტავენ ენერგეტიკის სამინისტროში.