Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოში ახალი ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი ზაფხულიდან ამოქმედდება

56b06a7868f84
BM.GE
02.02.16 12:35
1090
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ახალი კორპუსი აშენდება, სადაც ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი განთავსდება. კორპუსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ადგილზე დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა.
 
ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის მენეჯმენტს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციის გაკეთებისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის განხორციელებაში საყოველთაო ჯანდაცვის როლი გამოჰყო. „მადლობელი ვარ, რომ ასეთ წარმატებულ ინვესტიციას ახორციელებენ, მენეჯმენტი გამორჩეულია, თუმცა ცალსახად, საყოველთაო ჯანდაცვამ მეტი შესაძლებლობა მისცა მათ ამ პროექტის განხორციელებისთვის“ , - განაცხდა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი 2 გამა-კამერით, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფით (PET/CT), სხივური თერაპიის კიდევ ერთი - ბოლო თაობის ამაჩქარებლითა და ბრაქითერაპიის აპარატით აღიჭურვება. ასეთი სიმძლავრის ტექნიკის კონცენტრაცია საქართველოში პირველი იქნება. ახალი ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი 2016 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება. მისი მეშვეობით, ონკოლოგიური პაციენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას საქართველოში მიიღებენ და ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა აღარ დასჭირდებათ.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ონკოლოგიური მიმართულება 2014 წლიდან მოქმედებს.