10.Dec.2015 14:47
Economy

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები იწყება

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები იწყება
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად მოლაპარაკებები იწყება - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინურ მხარესთან ხელი მოაწერა ურთიერთგანზრახვის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება.
 
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე მხარე მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს აღნიშნული მოლაპარაკებები, რათა კერძო სექტორს მიეცეს ბიზნესისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ 800 მილიონიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, ხოლო ჩინეთთან ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის შემდეგ ეს უკვე იქნება სადღაც ორი მილიარდ ორასი მილიონის მოსახლეობაზე წვდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ტრადიციული დარგებიც კიდევ უფრო უკეთესად განვითარდება. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი აქცენტები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ასევე აგრარულ პროდუქტებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ მოლაპარაკებების ბოლოს ქართულ ღვინოს ექნება ძალიან პრეფერენციული რეჟიმი ჩინეთში შემოსვლისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აბრეშუმის გზის ფონდში. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.



23.Feb.2019 12:22
30

Fitch Upgrades Georgia's Sovereign Rating to 'BB'

More
23.Feb.2019 00:07
48

TBC Shares Rise on Strong Results and Board Restructuring Announcements

More
22.Feb.2019 19:53
80

Fady Asly: Give me Access to Cases from 20 Years ago and I’ll Put Anyone in Jail

More
22.Feb.2019 17:38
60

TBC Bank Announces a Record Profit for 2018 - 454.9 Million GEL

More
21.Feb.2019 21:35
89

EUGBC Suggests Creating a Monitoring Commission on TBC Bank Case

More
21.Feb.2019 17:30
52

Hourly Tax for Parking – Tbilisi City Hall’s New Initative

More