Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს საზღვაო ნავსადგურების კომპლექსური შემოწმება დაიწყო

5704cb19d8177
BM.GE
06.04.16 12:35
1123
4 აპრილიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურის კომპლექსური შემოწმება დაიწყო.
 
აღნიშნული შემოწმების მიზანია საზღვაო ნავსადგურების შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საზღვაო ნავსადგურების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ტვირთების და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებასთან საქართველოს ტრანზიტულ დერეფანში.

"სააგენტო, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკური მარეგულირებელი უწყება, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს საერთაშორისო ნორმებისა და კარგი საზღვაო პრაქტიკის დანერგვას საქართველოს საზღვაო სივრცეში, შესაბამისად მსგავსი შემოწმებებს რეგულარული ხასიათი აქვს", - განმარტავენ უწყებაში.