20.Jan.2016 15:00
Economy

საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რუსეთი ერთი პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რუსეთი ერთი პოზიციით დაწინაურდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1517 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (789 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (783 მლნ. აშშ დოლარი). საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში რუსეთი ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეორე ადგილზე აზერბაიჯანი ჩაანაცვლა.
 
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედიან ჩინეთი და უკრაინაც. მეექვსე პოზიციაზე გერმანიაა, მეშვიდეზე კი ბულგარეთი. ათეულში მოხვდნენ ამერიკა, სომხეთი და ბულგარეთიც.

2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 2204 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7724 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა



23.Feb.2019 00:07
40

TBC Shares Rise on Strong Results and Board Restructuring Announcements

More
22.Feb.2019 19:53
71

Fady Asly: Give me Access to Cases from 20 Years ago and I’ll Put Anyone in Jail

More
22.Feb.2019 17:38
46

TBC Bank Announces a Record Profit for 2018 - 454.9 Million GEL

More
21.Feb.2019 21:35
88

EUGBC Suggests Creating a Monitoring Commission on TBC Bank Case

More
21.Feb.2019 17:30
51

Hourly Tax for Parking – Tbilisi City Hall’s New Initative

More
21.Feb.2019 12:52
110

Mamuka Khazaradze - NBG is not Free in its Decisions

More