Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-აგვისტოში

59b8de60ae5ac
BM.GE
13.09.17 11:28
899
2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 6618.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.2 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1682.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4935.5 მლნ. აშშ დოლარი (7.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1 პროცენტი შეადგინა.