Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს მხრიდან სსფ-ის მმართველის მოვალეობას კობა გვენეტაძე შეასრულებს

571724d614afd
თელარა გელანტია
20.04.16 10:41
1213
საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველის მოვალეობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე შეასრულებს.
 
აღნიშნულს მთავრობის #582 განკარგულება ითვალისწინებს, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

"1994 წლის 22 ივლისის საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამფუძნებლო შეთანხმების“ მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ნაცვლად საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია განკარგულებაში.