30.Dec.2015 17:40
Financial Sector

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 14 მილიარდი დოლარია

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 14 მილიარდი დოლარია
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 14.4 მლრდ აშშ დოლარი (34.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 97.2 პროცენტია; ეროვნული ბანკის ცნობით, 2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 114.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 145.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
 
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (14.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 39.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.3 მლრდ აშშ დოლარი (10.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 225.9 მლნ აშშ დოლარი (538.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 769.2 მლნ აშშ დოლარი (1.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.2 პროცენტი) და 615.7 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.2 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.8 მლრდ აშშ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.1 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 95.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.1 მლრდ აშშ დოლარი (21.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 61.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მლრდ აშშ დოლარია (8.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 22.9 პროცენტია.

2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 7.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 6.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2015 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 225.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.



23.Feb.2019 19:13
39

Bank of Georgia Group will hold investor day in Tbilisi on 25 June 2019

More
23.Feb.2019 12:22
64

Fitch Upgrades Georgia's Sovereign Rating to 'BB'

More
23.Feb.2019 00:39
43

NBG Leaves Countercyclical Capital Buffer Unchanged at 0%

More
23.Feb.2019 00:15
61

NBG may Increase Reserve Requirements by 5% to Decrease FX Lending

More
23.Feb.2019 00:07
72

TBC Shares Rise on Strong Results and Board Restructuring Announcements

More
22.Feb.2019 19:53
81

Fady Asly: Give me Access to Cases from 20 Years ago and I’ll Put Anyone in Jail

More