Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში: "სოკარის" და საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან მყარი

569c929749a36
BM.GE
18.01.16 10:47
1288
""სოკარის" და საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან მყარი, ძლიერი და მზარდი", - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში, თეიმურაზ შარაშენიძე, "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. ელჩი თვლის, რომ საქართველოს მხრიდან "გაზპრომთან" მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარეს პრობლემას არ უქმნის.
 
"ყოველ წელს ხდება წლიური გეგმის შედგენა, ეხლა ჩამოვიდნენ გაზსაცავის საკითხის შესასწავლად, რომელიც გადაწყდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტის დროს. "სოკარის" და საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან მყარი, ძლიერი და მზარდი. აზერბაიჯანულ მხარეს "გაზპრომთან" მოლაპარაკებები პრობლემას არ უქმნის", - განაცხადა ელჩმა.