Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოდან ექსპორტზე 26 920 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა

56b9e847aafd5
BM.GE
09.02.16 17:20
1162
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით, 8 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26 920 ტონა სტანდარტული მანდარინი, 9252.2 ტონა მანდარინი კი საწარმოებმა გადაამუშავეს. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 1892 925 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 925 222 ლარია.
 
ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას ექვსი ქარხანა აწარმოებდა.

პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინი არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღეს. ამ ეტაპზე გაცემული სუბსიდიის თანხამ 880 219 ლარი შეადგინა.

სტანდარტული მანდარინის 77.82% ექსპორტზე რუსეთში გავიდა. ქართული ციტრუსის 14,97% ექსპორტირებულ იქნა უკრაინაში, 1.35% სომხეთში, 1.14% აზერბაიჯანში, 1.66% ყაზახეთში, 0.90% ბელორუსში, ხოლო სხვა ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 0.27%-ია.

ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკორდინაციო შტაბმა ბათუმში მუშაობა 1 თებერვალს უკვე დაასრულა.