Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს რუსული ელექტროენერგიით მოამარაგებს

56c4507b13f47
BM.GE
17.02.16 14:46
982
"წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრო მომარაგების საკითხი", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, მოკლევადიან პერიოდში პრობლემის გადასაწყვეტად, ოპერატიოულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა.
 
"აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და საერაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ, როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია.

როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრო მომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ, ვერ უზრუნველყო ენგურის და ვარდნილი ჰესების მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება.

რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და, შესაბამისად სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე.

შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიოულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება გარკვეუწილად დარეგულირდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ, ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს", - განაცხადა კახა კალაძემ.