Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადავიდა

586a063c69957
BM.GE
02.01.17 11:48
1199
2017 წლის პირველი იანვრიდან რეინვესტირებული მოგება აღარ იბეგრება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახდო კოდექსში“ შევიდა, შესაბამისად, 2017 წლიდან საქართველო მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადავიდა.

ცვლილებების მიხედვით, კომპანია, რომელიც მოგებას არ გაინაწილებს და თანხის რეინვესტირებას განახორციელებს, მოგების გადასახადს არ გადაიხდის. განაწილებული მოგება კი ჩვეულებრივ, კვლავ 15%-ით დაიბეგრება.

მთავრობა ელოდება, რომ ახალ მოდელზე გადასვლის შედეგად 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 400 მილიონ ლარს დაკარგავს, თუმცა, ცვლილება ბიზნესს წაახალისებს და გრძელვადიან პერიოდში სამუშაო ადგილებს შექმნის.