Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო ბუნებრივ აირს მხოლოდ აზერბაიჯანიდან შეისყიდის

58ee011bb9de7
ელენე გოგბერაშვილი
12.04.17 14:26
1144
წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეისყიდის და გაზის მოხმარების 96% აზერბაიჯანული გაზით დაკმაყოფილდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყანას აძლევს საშუალებას არ იყოს დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე და რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ მიღებული ფულადი ანაზღაურება იძლევა საშუალებას გაზი ალტერნატიული წყაროებიდან შევისყიდოთ.

"იგივე შესაძლებლობა გვაქვს ბუნებრივი აირი შევისყიდოთ ირანიდან, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დავიტვირთით აზერბაიჯანული ბუნებივი აირით. გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება ორწლიანია. 2 წლის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიქნებით უფრო მყარ პოზიციაზე, რადგან გვექნება გაზსაცავი. დასრულებუი იქნება შაჰდენიზის პროექტი, საიდანაც გვექნება დამატებითი მოცულობები და გვექნება მეტი ბერკეტი ვესაუბროთ გაზპრომს, თუნდაც 10%-ზე გადასვლაზე", - განმარტავს კახი კალაძე.

ენერგეტიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბალანსის მიხედვით, საქართველო აზერბაიჯანიდან წელს 2.327 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებას ელის.