Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველო აზერბაიჯანულ მხარესთან საბოლოო შეთანხმების მიღწევას თვის ბოლოს ელოდება

56cef03e0a3e3
BM.GE
25.02.16 16:10
1051
ქართულ-აზერბაიჯანული სამუშაო ჯგუფის მუშაობით, შუალედური შედეგები უკვე გვაქვს, - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტული შედეგის მიღწევას, საქართველო თვის ბოლოს ელოდება.
 
"სამუშაო ჯგუფების მუშაობით გარკვეული შუალედური შედეგი უკვე გვაქვს. 29-ში იგეგმება ბატონი ვიცე-პრემიერის ვიზიტი სამხრეთ გაზის დერეფნის მინისტერიალზე, იმედი გავქვს რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, საბოლოოდ შეთანხმდება ქართული და აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე რა პრინციპებითაც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ვალიშვილმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან სხვადასხვა ტექნიკური დეტალების, საფასო პოლიტიკისა და საქართველოსთვის მოწოდებული გაზის მოცულობების საკითხი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხზე, სამუშაო ჯგუფის შექმნა, გასულ თვეს "სოკარის" პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს გადაწყდა.