Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საპენსიო რეფორმის RIA: სისტემამ, შესაძლოა, არაფორმალური სექტორის ზრდა გამოიწვიოს

5a90142ec3700
ელენე კვანჭილაშვილი
23.02.18 17:14
906
"საპენსიო რეფორმა იწვევს რესურსების რედისტრიბუციას საზოგადოების შიგნით, ვიდრე ამ რესურსების ზრდას“, - ასეთია დასკვნა, რომელიც გამოაქვს 70-გვერდიან დოკუმენტს - საპენსიო რეფორმის გავლენის შეფასება - რომელიც ISET-მა G4G-მ და „დელოიტმა“ ერთობლივად მოამზადეს საქართველოს მთავრობისთვის. დოკუმენტი დეტალურად აფასებს იმ რისკებს და შესაძლებლობებს, რაც შეიძლება საპენსიო რეფორმის განხორციელებას მოჰყვეს.

დოკუმენტის მიხედვით, დადებითი შედეგი იქნება ის, რომ სამთავრობო ობლიგაციების ბაზარი შესაძლოა უფრო ლიკვიდური გახდეს; ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა შეიძლება გაიზარდოს - თუმცა ეს ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მსხვილი საწარმოებისთვის გაიზრდება. დადებით შედეგად ითვლება ისიც, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში არსებული ფინანსური ინსტიტუტების მოგება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

რაც შეეხება უარყოფით შედეგებს, დოკუმენტი რეფორმის მთავარ უარყოფით შედეგად არაფორმალური სექტორის ზრდას მიიჩნევს. დოკუმენტის მიხედვით, ეს ზრდა გააუარესებს დასაქმებულებისა და კომპანიების პირობებს და განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა ექნება მცირე და საშუალო ბიზნესზე, რადგან გაზრდის მოთხოვნებს ლიკვიდურობაზე, გაზრდის ადმინისტრაციულ ხარჯებს, არაფორმალურობის ზრდის პირობებში, კი შეამცირებს მათ ხელმისაწვდომობას კაპიტალზე. კიდევ ერთი გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზეც იქნება - არაფორმალური სექტორის ზრდამ შესაძლოა შეამციროს საბიუჯეტო შემოსავლები და შესაბამისად, ნაკლები რესურსი დარჩეს სოციალური პოლიტიკის სხვა მიმართულებების დასაფინანსებლად.