Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპარტნიორო ფონდი სტუდენტებისა და ახალგაზრდების ბიზნეს იდეებს დააფინანსებს

56817f665e089
BM.GE
28.12.15 22:07
1132
საპარტნიორო ფონდი დამწყები ბიზნესების დაფინანსებას დაიწყებს. როგორც დღეს პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დამწყები ბიზნესების დაფინანსება ახალი კომპონენტი იქნება, რომელიც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნება.
 
„დამატებითი კომპონენტის სახით იქნება შემოტანილი დამწყები ბიზნესების დაფინანსების პროექტი, ანუ სტარტაპის დაფინანსების პროექტები. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი იდეა აქვს, - მხედველობაში მყავს ახალგაზრდები და სატუდენტები. ეს იდეები კვდება ჩანასახის დონეზე რადგან არ არსებობს საბანკო სექტორის მხრიდან ამ იდეების დაფინანსების წყარო.

ჩვენ საწყის ეტაპზე საპარტნიორო ფონდის ფარგლებში გავაკეთებთ დაფინანსების ფონდს, საიდანაც შევეცდებით, რომ დავაფინანსოთ საწყისი ბიზნესები, განსაკუთრებული აქცენტები იქნება გადატანილი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ინოვაციურ იდეებზე, რათა ასეთი იდეების წახალისება მოხდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.