Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საპარტნიორო ფონდი რომანოვების სასახლის რესტავრაციის გეგმაზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს

58f08b78e3aa2
BM.GE
14.04.17 14:00
1351
საპარტნიორო ფონდი რომანოვების სასახლის რესტავრაციის გეგმაზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს. უწყებაში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ასევე კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით კონსულტაციები მიმდინარეობს. რესტავრაციის გეგმის შემუშავებაში პრიორიტეტი არსებული ინტერიერის შენარჩუნებაა. შეგახსენებთ, რომ რომანოვების სასახლე საპარტნიორო ფონდს სამართავად გასულ წელს გადაეცა.

ბორჯომ-ლიკანის ტეიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლის, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და 7 ჰა მიწის ფართზე არსებული პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საპარტნიორო ფონდი აფინანსებს.

პროექტის მიხედვით, რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი და შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები.