Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამხრეთ კორეამ ბიტკოინ ტრანზაქციები დააკანონა

596b4dbce4e84
BM.GE
16.07.17 18:00
729
18 ივლისიდან სამხრეთ კორეაში ძალაში შევა კანონი, რომლის მიხედვითაც, ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიებს საშუალება ეძლევათ საერთაშორისო ტრანზაქციები ბიტკოინით განახორციელონ.

ცვლილების თანახმად, ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები საფინანსო ზედამხედველობის სამსახურში უნდა დარეგისტრირდნენ, რათა საერთაშორისო ფულადი გზავნილების მომსახურება სამართლებრივად შეძლონ. რეგისტრაციის შემდეგ, კომპანიებს ფულადი გზავნილებისთვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება შეეძლებათ, მათ შორის, ბიტკოინის. აღნიშნული ცვლილებები საშუალებას იძლევა ფულადი გზავნილები ციფრული ვალუტით განახორციელონ, რაც აქამდე ქვეყანაში უკანონოდ ითვლებოდა.
იმისთვის რომ კომპანიამ შესაბამისი ნებართვა მიიღოს, მისმა სააქციო კაპიტალმა დაახლოებით $1.75 მილიონი უნდა იყოს. ცვლილება მსგავს კომპანიებს ტრადიციული ბანკებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალებას მისცემს.

სამხრეთ კორეა მსოფლიოს კრიპტოვალუტის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელია.