Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

5a84421454dc8
მარი როჭიკაშვილი
14.02.18 18:03
676
საქართველოს მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტმა კი 2 090 000 ლარი შეადგინა.

პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ 16 წლის ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქეს შეუძლია, ვისაც სურვილი ექნება გაიაროს მოკლევადიანი პროფესიული მომზადება.

პროგრამის მიხედვით დაფინანსება ვაუჩერული სისტემით მოხდება. მაქსიმალური ღირებულება 1 პირზე 1000 ლარით განისაზღვრა. სტჟირების შემთხვევაში კი გაგზავნილი მოსარგებლეებისთვის თვეში 200 ლარი სტიპენდია გაიცემა.

პროგრამის მიზანი მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით ან სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობაა.