Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთზე სამუშაოები, შესაძლოა, ვადაში ვერ დასრულდეს

597098331804d
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.17 16:47
988
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პროექტზე მომუშავე უკრაინულ კომპანიას სერიოზული ჩამორჩენა აქვს. "საქმის კურსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ამჟამად უკრაინული კომპანია Road Building ALTCOM სამუშაოების დასკვნით ეტაპზე უნდა იყოს, მაგრამ პროქტის მხოლოდ 30% აქვს შესრულებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიას ვადა მიმდინარე წლის ნოემბრამდე აქვს. საავატომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაძლებელია, კომპანიამ სამუშაოების დასრულება მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრქტის გაწყვეტა გახდება საჭირო.

რამდენიმე კვირის წინ "ანალიტიკას" პირდაპირ ეთერში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ კომპანიასთან დავა დავალიანების გამო მიმდინარეობს.

უკრაინულმა კომპანიამ Road Building ALTCOM სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 2014 წელს გაიმარჯვა. უკრაინული კომპანიისთვის ეს საქართველოში პირველი პროექტი იყო. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარია.