Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

58f75fa70b55b
დავით ჯალაღონია
19.04.17 17:00
945
სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. როგორც დეპუტატმა ილია წულაიამ "საქმის კურსს" განუცხადა, ჯგუფი მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს და ამ პროცესში როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

"ეს საკითხი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა როგორც კერძო სექტორთან, ისე მერიასა და ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციებით. ახლა ეს პროცესი პარლამენტში გადმოვიდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში ჩვენ დავდებთ ისეთ პროექტს, რომელიც ოპტიმალური იქნება და ამ სფეროს კიდევ უფრო წაახალისებს და განავითარებს, მათ შორის, პირველ რიგში დაცული იქნება მომხმარებლის ინტერესები", - განაცხადა ილია წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სამშენებლო კოდექსი პარლამენტში განსახილველად გასული წლის ნოემბერში გადააგზავნა, თუმცა დოკუმენტის საკომიტეტო მოსმენები ამ დრომდე არ დაწყებულა.