Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება - რა უნდა იცოდეთ თუ სასამართლოს მიმართავთ

56e25db07d604
BM.GE
11.03.16 09:54
1308
აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგ საინფორმაციო ბარათს ავრცელებს, რომლის თემაა: სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
 
სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე კატეგორიის საქმეებს.

თუკი მიიჩნევთ, რომ უკანონოდ გაგათავისუფლეს, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ სამსახურში აღდგენა და ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე აღსრულების დაწყების საფუძველი სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაა.

სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

• სააღსრულებო ფურცელი (დედანი);
• გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მინდობილობა (თუკი სააღსრულებო ფურცელი შემოაქვს წარმომადგენელს).
 
სამსახურში აღდგენისა და 3 თვემდე განაცდურის ანაზღაურების ნაწილში კრედიტორი (პირი, ვინც აღადგინეს სამსახურში) თავისუფლდება აღსრულების საფასურის გადახდისგან, ხოლო 3 თვეზე მეტი ვადით განაცდურის მოთხოვნის შემთხვევაში აღსრულების საფასური შეადგენს მოთხოვნილი თანხის 2 პროცენტს (არანაკლებ 50 ლარისა).
იმ შემთხვევაში, თუკი მოვალეს (სამსახური) ჰყავს სხვა კრედიტორიც, სააღსრულებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თანხის განაწილებისას, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება იძულებითი განაცდურის მოთხოვნის მქონე კრედიტორი.

აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე აღსრულების ფურცელი არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუკი სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს ქონება არ გააჩნია. ასევე, ამ კატეგორიის საქმეებზე ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა არ ვრცელდება.