Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,9%-ით გაიზარდა

571098e348ca5
BM.GE
15.04.16 11:30
957
2016 წლის მარტში 2016 წლის თებერვალთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,9 პროცენტით შემცირდა. 2015 წლის მარტთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 1,9 პროცენტით, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 24,4 პროცენტით.
 
2016 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 1,4 პროცენტით შემცირდა ფასები დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე და მისმა წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში -1,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები შემცირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (-1,7 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობისა და საგამომცემლო საქმიანობის ქვესექციაზე (-9,9 პროცენტი).

აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექციაზე 2,6 პროცენტით.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 19,8 პროცენტით და შესაბამისად სექციამ 2,53 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში;

დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 0,5 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,40 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები შემცირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (-13,3 პროცენტი). ფასების ზრდა დაფიქსირდა ქიმიური წარმოების ქვესექციაზე (30,2 პროცენტი).