Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამოდელო სახლებს შემოსავლები უმცირდებათ

571261a98c75f
BM.GE
16.04.16 19:59
1206
"სუსტი მოთხოვნა ჰონკონგში, ეკონომიკური პრობლემები ჩინეთში და ჩინელი ტურისტების რაოდენობის შემცირება ევროპაში შესაძლოა ნეგატიური გავლენის მომხდენი აღმოჩნდეს მიმდინარე წლის შემოსავლებზე" - ასეთი პროგნოზი გააკეთა ბრიტანულმა სამოდელო სახლმა Burberry-მ.

სექტემბრიდან მარტამდე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ვროპულ ბაზარზე აფიქსირებს შემოსავლების კლებას 1%-ით, 1,4 მილიარდი ფუნტით. მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში, საცალო გაყიდვები 5%-ით შემცირდა, ჰონკონგში კი 20%-ით. ანალოგიური სიტუაციაა კომპანიის კონკურენტებთან. „შედეგები იმაზე სუსტია ვიდრე ნავარაუდევი იყო", აღნიშნავს ფრანგული LVMH და იტალიური მოდის სახლი Prada.