Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სამინისტრო "გასკო პლუსს" სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს

57012241c82c0
BM.GE
03.04.16 17:57
1185
სამინისტრო „გასკო პლუსს“ სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს. როგორც მინისტრის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ სივრცეს, რის საფუძველზეც ეს კომპანია ოპერირებს ქალაქში.
 
„გვსურს გამოვეხმაუროთ შ.პ.ს. "გასკო პლუსის“ მიერ სენაკში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ სივრცეს, რის საფუძველზეც ეს კომპანია ოპერირებს ამ ქალაქში.

სენაკში ტარიფების გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა და კომპანიამ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, არ უნდა მოხდეს მოსახლოებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაძვირება.

იმ შემთხვევაში თუ შ.პ.ს „გასკო პლუსი“ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ამას მოყვება ჩვენგან ადეკვატური რეაგირება.

შ.პ.ს „გაზკო პლუსს“ 2013 წელს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ენერგეტიკის სამინისტროსთან ბუნებრივი გაზის ტარიფის შემცირებაზე. ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, კომპანიას დაერიცხება ხელშეკრულებებებით გათვალისწინებული ფინანასური სანქციები", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მაოდგილემ ირაკლი ხმალაძემ.