Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საკონცერტო დარბაზ "Black Sea Arena"-თან ახალი, მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური აშენდა

591f0c1db5471
BM.GE
19.05.17 19:15
791
საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად, „Black Sea Arena“-ზე დადეგმილია ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა სამგზავრო მატარებლებზეც. მგზავრებისთვის საკმაოდ კომფორტულია მატარებლიდან დამატებითი ტრანსპორტის გარეშე საკონცერტო დარბაზამდე მისვლა.

სადგურთან დაიგო ასფალტის გზა, გაკეთდა ტროტუარი, მოეწყო თანამედროვე ლედ განათების სისტემა. ახალი მაღალბაქნიანი სადურის მშენებლობა და მიდებარე ტერიტორიის მოწყობა ფონდ “ ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

პირველ მგზავრებს სადგური 20 მაისს მიიღებს. ჯგუფ „Aerosmith” კონცერტზე ჩასულ სტუმრებს, მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზში შეეძლებათ მისვლა.