Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საკაბელო ოპერატორები საქართველოში მოქმედ 6 ტელეარხს საპროტესტოდ გათიშავენ

592d730f8e08f
ნინო კვინტრაძე
30.05.17 17:24
1380
საკაბელო ოპერატორები საქართველოში მოქმედ 6 ტელეარხს საპროტესტოდ გათიშავენ, - გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოში მოქმედი 30-მდე საკაბელო ოპერატორი ესწრებოდა.

საკაბელო ოპერატორები იმ ტელეარხების გათიშვას გეგმავენ, რომლებიც კომპანიაში MRG (მედია რაითს ჯორჯია) არიან გაერთიანებული და საკუთარი მაუწყებლობის რეტრანსლირებაზე საფასურს ითხოვენ. აღნიშნული ტელეარხებია - იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, GDC, კომერდი არხი და მარაო.

„მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები შეთანხმდნენ, რომ ერთბლივად მიმართავენ წერილობით საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რათა მათ მოიწვიონ სხდომა გაფართოვებულ ფორმატში და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, რამდენად კანონშესაბამისია „მედია რაითის ჯორჯიას“ მოტხოვნა ფასიან ტრანზიტზე. შევიმუშავებთ საერთო მემორანდუმს, სადაც გათვალისწინებული იქნება ის თარიღი როდესაც ტელეარხების საპროტესტო გათიშვა მოხდება“, - განმარტავენ საკაბელო ოპერატორების კავშირში. მათივე ინფორმაციით, ტელეარხების საპროტესტო გათიშვაზე მომხმარებელს კანონით დადგენილ ვადაში წინასწარ ეცნობება.

საკაბელო ოპერატორებ ვერ აკონკრეტებენ თუ რამდენ ხანს გაგრძელდება საპროტესტო გათიშვა. შესაბამისი მიმართვა საკაბელო ოპერატორებს უახლოეს დღეებში დაეგზავნებათ, რის შემდეგაც ისინი ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, მიიღონ თუარა მონაწილეობა საპროტესტო გათიშვაში.