Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საჯარო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება, კერძო სკოლების კი იზრდება

57317df53fa26
BM.GE
10.05.16 10:19
1550
საქართველოში კერძო სკოლებში 55 041 მოსწავლე სწავლობს. კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში იზრდება. კერძოდ, 2010-2011 სასწავლო წლებში კერძო სკოლებში 47 723 მოსწავლე ირიცხებოდა და მას შემდეგ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც კერძო სკოლებში ირიცხებიან იზრდება.
 
რაც შეეხება საჯარო სკოლებს, 2015-2016 წლებში საჯარო სკოლებში ჯამში 498 873 მოსწავლე ირიცხება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, რომელიც განათლების სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა, 2010-2011 სასწავლო წლებში საჯარო სკოლებში სულ 542 367 მოსწავლე სწავლობდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, საჯარო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა მცირდება.