Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა

5717567407711
BM.GE
20.04.16 14:10
1144
საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა. ამიერიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საჩივრის წარდგენა მოქალაქეებს ელექტრონულად შეეძლებათ.
 
საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსებულ ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამის დახმარებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, საჩივარი სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გააგზავნონ და პასუხიც ინტერნეტითვე მიიღონ.

პროგრამაში რეგისტრირებული ყველა დაინტერესებული პირის ისტორია მის პერსონალურ გვერდზე ინახება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია კონკრეტული საჩივრის მომზადების, ელექტრონულად გაგზავნის და მათზე საჯარო რეესტრისგან მიღებული პასუხების მოძიება.

"საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ამ გზით მოქალაქეებისთვის საჯარო რეესტრთან კომუნიკაციისა თუ მისგან სერვისების მიღების გამარტივება ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი. ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამა მოქალაქეებისთვის ამცირებს ბარიერებს, გაცილებით ამარტივებს, აჩქარებს საჩივრის წარდგენის პროცესს და მას კიდევ უფრო კომფორტულსა და გამჭვირვალეს ხდის",- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.