17.Nov.2015 15:53
Economy

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მოლოდინები

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მოლოდინები
საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად, “ახალი მემარჯვენეების’’ წევრმა იოსებ ბორცვაძემ გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ბიზნესს უსაფრთხო გარემო შეუქმნას. მანვე განმარტა, რომ მთავრობა მოლოდინების ფორმირებაში სერიოზულ როლს ასრულებს და სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაასახელა. მისი თქმით, სახელმწიფომ ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური თავდასხმა განახორციელა და ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს რეზიდენციიდან გამოსახლებით ემუქრებიან.

“სამ მნიშვნელოვან ფაქტორს გამოვყოფ. პირველია - არაპროგნოზირებადი და უსაფრთხო გარემო, მეოორეა მოლოდინები და   ხელისუფლება ამ მოლოდინების ფორმირებაში სერიოზულ როლს თამაშობს. ერთი წლის მოლოდინების ფორმირება ნეგატიურად გამოვლინდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური შეტევა განხორციელდა და საერთაშორისო დონორებზე, არარეზიდენტ მოქალაქეების ბიზნესზე ეს უარყოფითად აისახა. მნიშვნელოვანია მედიასთან მიმართებაში წამოწყებული კამპანია, რომელიც მიმართულია თავისუფალი სიტყვის საწინააღმდეგოდ. ამან კი  განაპირობა სასამართლოს სერიოზული დისკრედიტაცია და ასევე ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული ყველაზე მაღალი თანამდებობის, პრეზიდენტის გამოსახლებით იმუქრებიან და დღეს ისევ არჩევნების გაყალბების საშიშროებაზე საუბრობენ და შიმშილობენ. სწორედ ეს პრობლემები ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს. ბიზნესმენები როგორც ჩვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეები არიან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ჩადონ თუ არა ფული საქართველოში’’-“ახალიმემარჯვენების” შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იოსებ ბორცვაძემ.
Author ბიზნესკონტაქტი



06.Dec.2018 19:05
40

The meeting of Otar Daneliea with the members of the Saudi Arabia Delegation

More
06.Dec.2018 18:15
51

RIA Draft Bill to be Submitted to Parliament in February

More
05.Dec.2018 15:27
56

Number of tourists increased by 14.0% YoY in November 2018

More
05.Dec.2018 14:43
58

In 10 Months Georgia Received 2 Billion 817 Million Dollars from Tourism

More
05.Dec.2018 14:43
46

Gambling Businesses Can No Longer Attract Customers Through Advertisement

More
04.Dec.2018 22:58
46

GDP increased by solid 6.7% YoY

More