Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს

56bc58733969f
BM.GE
11.02.16 13:46
1188
საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს, საგადასახადო კოდექსში ცვლილებით, მას  მხოლოდ შემოსავლების სამსახური განახორციელებს. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საგადასახადო შემოწმებების პროცესი ერთიან სისიტემაში მოექცევა. ასევე 100 000-მდე კომპანიას და პირს, საგადასახადო დავალიანებები და ჯარიმები სრულად ჩამოეწერება.

"2011 წლამდე არსებული საგადასახადო დავალიანებები, ასევე 2013 წლამდე არსებული ჯარიმები და საურავები, იმ კომპანიებს, რომლებსაც ფაქტიურად არ უფიქსირდებათ აქტივობები, სრულად ჩამოეწერებათ. ჯამში ეს შეეხება 100 000-მდე კომპანიას და პირს, საუბარი 2 მილიარდ ლარზეა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში 2016 წლიდან ამოქმედდება.