Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია, შესაძლოა ევროკავშირის წესების დამრღვევები აღმოჩნდნენ

56b444f81af54
BM.GE
05.02.16 10:41
1164
საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია შესაძლოა ევროკავშირის წესების დამრღვევები აღმოჩნდნენ. Reuters-ი ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ქვეყნებმა შესაძლოა 2016 და 2017 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი შეამცირონ. ევროკავშირის წესების თანახმად, ხელისუფლებები ვალდებულები არიან დაიცვან ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი მაჩვენებელი ქვეყნის მშპ-სთან მიმართებაში. თუ ქვეყანას ეს არ გამოსდის, მაშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები წარმოადგენენ წინადადებას, რომ სჭირდებათ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის ცვლილება და ადგენენ ვადას, როდესაც მითითება უნდა შესრულდეს.

ევროკომისიის ბოლო მონაცემებით, საფრანგეთი რომელსაც 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2,8% უნდა ჰქონოდა ახლა მაჩვენებელს 3,2%-მდე ზრდის. 2015 წელს ევროკომისიამ მიმართა საფრანგეთს შეამციროს დეფიციტი 0,5 პროცენტული პუნქტით თუმცა შემცირება მხოლოდ 0,2 პროცენტული პუნქტით განხორციელდა.

დასახულ ამოცანას იტალიაში გაუმკლავდნენ, დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ შენარჩუნდა თუმცა დაირღვა კომისიის წესი ბიუჯეტის დეფიციტის სტრუქტურაში. ზრდა 0,7 პროცენტული პუნქტი იყო, იმის ნაცვლად, რომ შემცირება 0,5 პროცენტული პუნქტი ყოფილიყო. ამის შედეგად ქვეყანამ შესაძლოა სტრუქტურული დეფიციტი 2017 წლისათვის 1,4%-მდე შეამციროს.

ესპანეთმა ბიუჯეტის დეფიციტი შეამცირა 4,2%-მდე, თუმცა კომისიის ანგარიშმა აჩვენა, რომ 2015 წლისავის ზრდა 4,8% იყო. საბოლოო ჯამში მადრიდს დეფიციტის შემცირება 2,8%-მდე მოუხდება.

პორტუგალიამ ვერ შეძლო ქვეყნის დეფიციტის მაჩვენებელი 2,5%-ზე მიეყვანა რომელიც ევროკომისიამ დაუდგინა, ამის ნაცვლად ზრდა 4,25-მდე იყო და არსებობს ეჭვი, რომ ქვეყანას 2016 წელს 3%-ზე ნაკლებ მაჩვენებელზე ჩამოსვლა გაუჭრიდება.