Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო საუკეთესო ღვინის მიმართულებად დასახელდა

56f3d84d62804
BM.GE
24.03.16 16:06
1172
ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო საუკეთესო ღვინის მიმართულებად დასახელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თალებ რიფაიმ სპეციალური ჯილდო გადასცა. ITB 2016 გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 19 კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, "Georgienreisen", "Capital Georgia Travel", "GeorgiCa Travel", "Georgian Travel Group", "Georgian DMC", "Liberty Georgia Destination Management", "Meet in Georgia", "Visit Georgia", "Mimino travel", "Explore Georgia", "Concord Travel", "Trawellin", "SW Travel", "Omnes Tour", "Georgian Discovery tours", "Сaucasus Travel", "TAV".
 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო მარკეტინგის და საპრომოციო სააგენტოებთან, ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან, ტურისტული სერვისის მომწოდებლებთან, ტუროპერატორებთან და სხვადასხვა გამოფენების ორგანიზატორებთან.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 120 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ITB 2016-ზე 187 სახელმწიფო იყო წარმოდგენილი.