Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას 2020 წლისთვის ელოდება

58f5095db57d6
BM.GE
18.04.17 09:40
1106
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას 2020 წლისთვის ელოდება. ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში მშპ 3,5%-ით გაიზრდება, რაც მთავრობის პროგნოზს 0,5%-ით ჩამორჩება.

სავალუტო ფონდმა 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ შეამცირა, - ოქტომბერში IMF ეკონომიკის 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, ნოემბერში კი 4%-იანს.

სავალუტო ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მშპ-ს 5,5%-იან ზრდას 2020 წლისთვის ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმები და ინვესტიციები. საშუალოვადიან პერიოდში სტრუქტურული რეფორმებით მშპ-ს 1%-მდე ზრდაა პროგნოზირებული.

ამასთან, ლარის გაუფასურების, გადასახადების ზრდისა და მაღალი სასაქონლო ფასების გავლენით, სავალუტო ფონდი ინფლაციის მიზნობრივ, 4%-იან მაჩვენებელზე მეტად გაზრდას ელოდება. ინფლაციის 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირებას სავალუტო ფონდი 2018 წლიდან პროგნოზირებს.