Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის მონეტარულ ოპერაციებს დადებითად აფასებს

5914605359579
BM.GE
11.05.17 17:00
1417
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის ოპერაციების შესახებ ტექნიკური დახმარების მისიის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო, ლიკვიდობის მართვა და ეროვნული ბანკის გეგმები საოპერაციო ჩარჩოს და სისტემური რისკების მართვის კუთხით შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანად გააძლიერა მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი და რომ ეროვნულ ბანკს აქვს მაღალი ნდობა ბაზრის მონაწილეებში, რაც ინფლაციის მოლოდინების მართვისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ასევე, დადებითად არის შეფასებული ლიკვიდობის ფულზე მოთხოვნის შესაბამისად მიწოდების ოპერაციები. ანგარიში აღნიშნავს, რომ ლარის ფულადი ბაზარი ფინანსური სექტორისთვის ლიკვიდობის მართვის მნიშვნელოვანი წყაროა.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ანგარიში ხაზს უსვამს ეროვნული ბანკის გირაოს მართვის ჩარჩოს მნიშვნელობას, რამდენადაც ის ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და, ზოგადად, ფინანსურ სექტორის გაღრმავებას.

ანგარიში გამოქვეყნებულია ბმულზე