Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსია-შენიშვნები

BM.GE
12.11.21 18:38
394
სტუმარი: მიხეილ კუკავა PMCG-ის ეკონომისტი
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას განვიხილავ დღეს ამ ეთერში ჩემს სტუმართან ერთად. პირველ ვერსიასთან შედარებით ბიუჯეტის ხარჯები გაზრდილია. თვალში მოსახვედრია ძირითადად საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა, ახალი ვალის აღება - მათ შორის, არსებული ძველი ვალის დასაფარავადაც და ფსონი, რომელიც უფრო მეტი მოცულობის გადასახადების ამოღებაზე იდება - კერძოს, 13 მილიარდ 300 მილიონ ლარს ელოდება მთავრობა ბიზნესისა და გადასახადების გადამხდელებისგან. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, პანდემიის პირობებში, არ ახლავს ინფორმაცია პესიმისტური და ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარების რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ.