21.Jan.2016 11:13
Society

საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობაზე რეგულაციები დაწესდება

საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობაზე რეგულაციები დაწესდება
თბილისის მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის საკითხზე მსჯელობის მიზნით გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები, ირაკლი ლექვინაძე, გიორგი ლილუაშვილი, ასევე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი გურგენიძე, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების წარმომადგენლები და სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
 
თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საცობების წარმოქმნის თვალსაზრისით სადისტრიბუციო ავტომანქანებს მნიშვნელოვანი პროცენტული წილი უჭირავს. დედაქალაქის მთავრობის წევრებმა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს თავიანთი ხედვა საცობების განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო ავტომანქანების მოძრაობის განრიგის შესახებ და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა არის იმ კომპლექსური სქემის ნაწილი, რომელიც თბილისის საცობებისგან განტვირთვას უკავშირდება.

„დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებსაც ფართო დაფარვის ქსელი აქვთ ქალაქის მასშტაბით. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც გულისხმობს სადისტრიბუციო მანქანების უკეთ ორგანიზებას და პიკის საათებში რეგულირებას. განვიხილეთ რამდენიმე სამუშაო წინადადება და შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ მათ შევთავაზებთ კონკრეტულ წინადადებას, თუ რომელ ქუჩებზე, დროის რა პერიოდებში შეიძლება განხორციელდეს გარკვეული რეგულაციები იმისათვის, რომ თბილისში გადაადგილება იყოს უფრო კომფორტული“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



07.Dec.2018 20:11
49

“Government of Georgia has an unshaken political will to continue"

More
06.Dec.2018 18:17
59

CRRC: 41% of Respondents Do Not Trust Judiciary

More
04.Dec.2018 22:56
72

LBS named best European business school

More
03.Dec.2018 14:24
63

Reuters: Thousands in Georgia protest against presidential election results

More
29.Nov.2018 14:14
112

BBC: Georgia elects Salome Zurabishvili as first woman president

More
29.Nov.2018 14:11
84

Preliminary Results of Presidential Election according to 1181 Counted Election Precincts

More