Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საარსებო მინიმუმი ზრდას განაგრძობს, - საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა მარტში 284 ლარი შეადგინა

58f0b92db7735
BM.GE
14.04.17 17:00
1180
მარტში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 169 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით, 1,6 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა მარტში 150,3 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7,1 ლარით გაიზარდა.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 284 ლარი და 70 თეთრია.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, - ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 240,5 ლარია, სამსულიანის 270,6 ლარი, ხოლო ოთხსულიანი ოჯახის 300,7 ლარი.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.