Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საარსებო მინიმუმი 1 წელში 4 ლარით გაიზარდა

56c1aeada90cf
BM.GE
15.02.16 14:54
1140
საარსებო მინიმუმი 2016 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა და 164,2 ლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4 ლარით გაიზარდა.

იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 145,5 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ, კი 275,5 ლარი. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, 145,5 ლარით განისაზღვრა, ორსულიანის 232 ლარით, სამსულიანის 261 ლარით, ოთხსულიანის 291 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 387 ლარით.