Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუხის სავაჭრო ცენტრმა ოპერირება დაიწყო

56f3ae21340bb
BM.GE
24.03.16 13:05
1315
ზუგდიდის რაიონში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში ოპერირება დაიწყო საშენ მასალათა მაღაზიის ქსელის "გორგიას" ფილიალმა. მაღაზია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და კომპანიის დირექტორმა გია გორგოშაძემ გახსნეს.
 
სავაჭრო ცენტრში განლაგებული ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები ეტაპობრივად იწყებენ სრულყოფილ ოპერირებას. აპრილში გაიხსნება რეგიონში ყველაზე დიდი სუპერმარკეტი „ლიბრე“-ს ფილიალი. ცენტრში უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე ევროპული ტიპის ღია ბაზარი.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა.  პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა.