Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთთან ერთად, თურქეთის მიმართ სანქციებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაც აამოქმედებს

5694a0692ccf2
BM.GE
12.01.16 10:39
1168
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით არ აღიარებული სახელმწიფო, რუსეთის კვალდაკვალ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას გეგმავს. "აფხაზეთის ეკონომკის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი 2016 წლის 20 იანვრიდან თურქული საქონლის ნაწილის იმპორტზე შეზღუდვას აწესებს", - ნათქვამია არ აღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერის არტურ მიკვაბიევის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში. თურქული კომპანიები ოკუპირებლ ტერიტორიაზე ვერც 2015-2017 წლის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობას შეძლებენ. არ აღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 იანვრიდან გაძლიერებული კონტროლი ამოქმედდება თურქული წარმომავლობის საჯარო დაწესებულებებთანაც და განსაკუთრებული კონტროლი დაწესდება. ამას გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაძლიერებული იქნება კონტროლი არაკომერციული ორგანიზაციების მიმართაც. გადაწყვეტილების საფუძველი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმებაა,რომელიც კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ითვალისწინებს.