2015 წლის ინფლაციის ფონზე, რუს მოქალაქეებს ხელფასები 9,5 პროცენტით შეუმცირდათ. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების რეალური შემოსავლები წლის განმავლობაში 4 პროცენტით შემცირდა. გადაუხდელი ხელფასების წილი 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით 3,57 მილიარდ რუბლს უტოლდება.
გარდა ამისა, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2015 წლის დეკემბერში რუსეთში 4,4 მილიონი უმუშევარი ადამიანი იყო. დასაქმების სამსახურში მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა. 800 000-მა ადამიანმა უმუშევრებისთვის დაწესებული შეღვათი მიიღო.