რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ლიცენზია კიდევ ორ რუსულ ბანკს შეუჩერა. რეგულატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკებს სარისკო საკრედიტო პოლიტიკა ჰქონდათ. როგორც ბანკის პრეს-რელიზშია აღნიშნული ბანკები ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს არ ემორჩილებოდნენ.
მიმდინარე წელს რუსეთში ლიცენზია უკვე 7 ბანკს შეუჩერდა. გასულ კვირას ცენტრალურმა ბანკმა კიდევ ორ ბანკს შეუჩერა ლიცენზია.