Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსეთის ცენტრალური ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს აღარ იყიდონ ტელევიზორი

56c1fa6994c66
BM.GE
15.02.16 20:15
1281
"მოსახლეობამ კრიზისის დროს ეკონომია უნდა დაიწყოს და შეწყვიტოს ტელევიზორების შეძენა", - განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სერგეი შვეცოვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ფინანსურ წიგნიერებას ეხებოდა.
 
"თუ ეკონომიკა ეცემა, მოსახლეობამ რაციონალური რეაგირება უნდა მოახდინოს და აღარ შეიძინოს რამდენიმე ტელევიზორი და სარეცხი მანქანა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ხვალ შესაძლოა სამსახური დაკარგონ. ამიტომ დაგროვებისკენ უნდა გადაიხარონ და არა მოხმარებისკენ", - ციტირებს ТАСС ბანკირს.

შვეცოვმა ასევე თქვა, რომ ფინანსური წიგნიერების დონე რუსეთში უფრო დაბალია, ვიდრე განვითარებულ და რამდენიმე განვითარებად ქვეყანაში. კერძოდ ჩინეთთან შედარებით, სადაც მისი თქმით, 100 მლნ ადამიანი მონაწილეობს საფონდო ბაზრის ვაჭრობებში, ხოლო რუსეთში - სულ 80 ათასი.

"ფინანსური განათლების საფუძვლები, ადამიანს ხვალინდელი დღის რწმენის საფუძველს შეუქმნის. თუ მოთხოვნილებების ნაწილის დაკმაყოფილება ხდება აქციების ბაზარზე ინვესტიციებით, ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი", - განაცხადა მან.