Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე კონტრაქტი 1 აპრილამდე მოქმედებს

56cc16a567f4d
დავით ჯალაღონია
23.02.16 12:20
1027
ოკუპირებული აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდებაზე ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი მიმდინარე წლის 1 აპრილამდე მოქმედებს, -ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
 
"ჩვენ რუსეთიდან აფხაზეთისთვის დამატებით 100 მლნ კვტსთ-მდე ელექტროენერგიის შესყიდვაზე 1 აპრილამდე გავაფორმეთ კონტრაქტი. აქედან, რეგიონი რამდენს მოიხმარს, ეს უკვე ენგურის წყალუხვობაზეა დამოკიდებული. ეს ელექტროენერგია დაბალი, სპეციალური ფასით მოგვეწოდება", - განაცხადა ვალიშვილმა, თუმცა კომერციული საიდუმლოებიდან გამომდინარე ელექტროენერგიის ამ დამატებითი მოცულობების ღირებულება არ დაუკონკრეტებია.

ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, მომავალ ზამთარს ოკუპირებული აფხაზეთის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე დაახლოებით 4%-ით გაიზრდება და 1853.2 მლნ კვტსთ-ს შეადგენს.